კომპანია "ქართული პერლიტის ჯგუფი" (GP Group) 2007 წლიდან აწარმოებს სამუშაობს პერლიტის ნედლეულის მოპოვების, გადამუშავების, სამშენებლო, ინდუსტრიული და აგრო პერლიტის წარმოების მიმართულებებით. კომპანია "ქართული პერლიტის ჯგუფი" (GP Group) შედგება პერლიტის ნედლეულის მომპოვებელი კომპანიისაგან, პერლიტის ნედლეულის გადამამუშავებელი კომპანიისაგან, სამშენებლო და აგრო პერლიტის მწარმოებელი კომპანიისაგან და სავაჭრო სახლი "ქართული პერლიტი"-საგან;
"ქართული პერლიტის ჯგუფი" ორიენტირებულია ახალი, ენერგოეფექტური და ეკოლოგიური სამშენებლო მასალებისა და ტექნოლოგიების დანერგვაზე, განვითარებაზე და მომხმარებლამდე მიტანაზე, აგრეთვე ხარისხიანი და ხელმისაწვდომი პროდუქციის შექმნაზე. ჩვენთვის მომხმარებლის კმაყოფილება უმნიშვნელოვანესია, შესაბამისად შეგვიძლია მომხმარებელს მუდმივად მივაწოდოთ მაღალი ხარისხის ეკოლოგიური და ენერგოეფექტური პროდუქცია.
მომხმარებელს, საჭიროებებისა და ინტერესების მიხედვით ვთავაზობთ სხვადასხვა ფრაქციისა და თვისებების მქონე აგროპერლიტის შემდეგ პროდუქციას:
1. წვრილი ფრაქციის აგროპერლიტს - SMALL - 1.6-3.0 მმ
2. საშუალო ფრაქციის აგროპერლიტს - MEDIUM - 2.0-5.0მმ
3. მსხვილი ფრაქციის აგროპერლიტს - EXTRA - 2.0-6.0 მმ
4. მსხვილი ფრაქციის აგროპერლიტს - PREMIUM - 3.0-8.0 მმ